გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის

20-05-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მიმდინარე წლის 19 მაისს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებს ეხმაურება და მოსახლეობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს, ქართულმა საზოგადოებამ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები. მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. კარგად მესმის, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას ნდობისთვის და მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა, უმოკლეს ვადაში აუცილებლად იქნება რეალიზებული.

სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან.

ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების დათვლა. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო, მივცეთ კომისიას საშუალება, მშვიდ გარემოში დაასრულოს საქმიანობა, ისე, როგორც შეეფერება ჩვენს საარჩევნო გარემოს და იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც საქართველო ამკვიდრებს.

ჩვენთან შემოსული ინფორმაციით, ყველგან ლიდერობენ და პირველსავე ტურში იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ სავარაუდოდ გვექნება მეორე ტური.

მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართადამცავებს, ვინაიდან დღეს თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ იხილა მათი ძალიან მაღალი როფესიონალიზმი.

ჩვენ ვსაუბრობთ არა მოლოდინებზე, არამედ ჩვენი ამომრჩევლის მიერ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში დაფიქსირებულ არჩევანზე. ყველამ მოისმინა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთელ იხილა, როგორი სტანდარტის არჩევნებს ვატარებთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს. მივცეთ საშუალება საარჩევნო კომისიას, ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში დაასრულოს მუშაობა, რათა ყველას გვქონდეს საბოლოო ციფრები“-განაცხადა პრემიერმა.