გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თამარ ჟვანია: სამწუხაროდ საჯაროდ ვიხილეთ ის, რომ ჟურნალისტმა შეიძლება ნებსით ან უნებლიეთ დაარღვიოს გადაღების დადგენილი წესი

20-05-2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა. უცვლელად გთავაზობთ თამარ ჟვანიას განცხადებას: 

„მინდა ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც ამ წუთებში ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიის საშუალებით, - ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში, 86-ე საარჩევნო უბნიდან პირდაპირ გადაიცემოდა რეპორტაჟი, როდესაც წარმომადგენელმა დამირეკა უბნიდან განმარტების გასაკეთებლად, ჟურნალისტის ქმედება ჯდებოდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურაში და რატომ ხდებოდა უბნიდან ჟურნალისტის გაძევება. სამწუხაროდ მე არ მომეცა საშუალება აღნიშნულ ფაქტზე გამეკეთებინა სამართლებრივი განმარტება, ამიტომ მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ყველას, - შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მის საქმიანობაში ხდება ასეთი ტიპის უხეში ჩარევა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები.

ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი. დაუშვებელია ინტერვიუს აღება და კომენტარების გაკეთება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში. ინტერვიუს აღებას აქვს თავისი დადგენილი წესი და ნებისმიერ პირს მიეცემა საშუალება უბნის გარეთ მიიღოს შესაბამისი პასუხები. 

ჩვენ, სამწუხაროდ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა, რომ აეღო ინტერვიუ, რაც მეორეს მხრივ უკვე გადადიოდა ხმის დათვლის პროცესის ხელის შეშლის მცდელობაში. რაც შეეხება უბნის დატოვების ფაქტს, კომისია კომისიურად (კოლეგიურად) იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის მიმართ, რომელიც უბანს მუშაობაში უშლის ხელს, რომ დაატოვებინოს კენჭისყრის შენობა. ამ შემთხვევაში ჩვენ, სამწუხაროდ საჯაროდ ვიხილეთ ის, რომ ჟურნალისტმა შეიძლება ნებსით ან უნებლიეთ დაარღვიოს გადაღების დადგენილი წესი და მის უფლებამოსილებას გადააჭარბოს, შესაბამისად დაარღვიოს კანონი. 

მე მინდა მივმართო თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიას და ვთხოვო, ხელი შეუწყონ კანონით დადგენილ ფარგლებში თითოეულ ჩართულ მხარეს, ეს იქნება ჟურნალისტი, დამკვირვებელი, თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რათა მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეძლონ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოხდება უფლებამოსილების გადამეტება არსებობს კანონით განსაზღვრული ზომები. 
ვთხოვ ჟურნალიტებს და ყველა მედიის წარმომადგენელს, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გაცდებიან საკუთარ უფლებამოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში რათა კომისიამ ზუსტად ასახოს ამომრჩევლის ნება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ემსხურება ამომრჩევლებს და საარჩევნო ადმინისტრაცია მოწოდებულია რომ მათი ხმა ზუსტად იყოს ასახული შედეგებში. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება და ყველას ვთხოვო ვიმოქმედოთ კანონის პატივისცემით და ამომრჩევლის ნებას არ შევუშალოთ ხელი.