21-05-2019
გუშინ წყალდიდობა იყო სოფელ ნორიოში. ძლიერი წვიმის გამო, სოფლის თავში არსებული არხი ადიდდა და გადმოსულმა წყალმა ადგილობრივების ეზოები დატბორა.
განადგურებულია ერთწლიანი ნარგავები და საკარმიდამო ეზოები.
არხი საკმაოდ ძველია და დიდი რაოდენობით წყალი ვეღარ გაატარა.
ადგილობრივების განცხადებით, წყალი ერთი მეტრის სიმაღლეზე იყო შემოსული და ნაგავი მოჰქონდა.
მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა უკვე რამდენჯერმე მოხდა.
ხელისუფლება მოსახლეობას ზარალის მაქსიმალურად ანაზღაურებას შეჰპირდა.