გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სენაკში დათო ტურაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

21-05-2019

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.

საინტერესო შეხვედრა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG) ორგანიზებით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის(CSRDG) და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა.

ემოციურად დატვირთული შეხვედრა, თემაზე ,,ლიტერატურა და ახალგაზრდობა“, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბესტსელერის ავტორმა თავის ნაწარმოებებზე, მათი შექმნის ისტორიასა და შემოქმედების მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტები წიგნიერებასა და დასავლურ ღირებულებებზე გააკეთა, რაც განათლებასა და კულტურასთან სიღრმისეულ ზიარებას მოიცავს.

დასასრულს, დათო ტურაშვილმა თავისი შემოქმედებისა და ნიჭის თაყვანისმცემელ სენაკელ ახალგაზრდებს, საკუთარი ნაწარმოებები სამახსოვრო ავტოგრაფით, საჩუქრად გადასცა.

ჩვენი ქალაქის საპატიო სტუმარი ოცამდე რომანის, მოთხრობის და სცენარის ავტორია, რომელთაც ყველა ცნობილი რომანი ,,ჯინსების თაობა“ 17 ენაზეა თარგნილი. მწერალი ასევე აქტიურად ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას.