გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მხრიდან კვლავ მყარი მხარდაჭერა აქვს

22-05-2019

"19 მაისის არჩევნებზე საბოლოო ჯამში, ყველა ოლქი იყო პრინციპული, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთგვარ ეიფორიაში და ილუზიაში. მათ განაზოგადეს ამ არჩევნების შედეგები და მიიჩნიეს, რომ აქვთ ერთგვარი ზრდა რეიტინგში, თუმცა, ვერ გათვალეს ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის სპეციფიური არჩევნები - ეს არის არჩევნები, სადაც არ აირჩევა პოლიტიკური ლიდერი იმ გაგებით, რომ პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი აღმასრულებელი ფუნქციების შესრულებაზე"-ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში გააკეთა. 

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ეს იყო სპეციფიური არჩევნები და ამან განაპირობა ის შედეგები, რომელიც დადგა საპრეზიდენტო არჩევნებში, კერძოდ, პირველ ტურში და ასევე, მეორე ტურზეც შეიძლება საუბარი. 

"რეალურად, ეს იყო, ერთგვარი, ასე ვთქვათ, რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის და ამან აჩვენა, ის, რომ ეს ეიფორია, რომელიც ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობაში“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რეალურად, საფუძველს მოკლებული იყო. „ქართულ ოცნებას“ აქვს კვლავაც მყარი მხარდაჭერა საზოგადოების, ხალხის მხრიდან, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მას არ აქვს შანსი, რომ 2020 წელს მიაღწიოს წარმატებას. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, არის ცუდი სურათი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის ინტერესშია, მოქალაქეების ინტერესშია, საზოგადოების ინტერესშია, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში შინაარსობრივი თვალსაზრისით, მას არ უნდა ჰქონდეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი, როგორიც აქვს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორიც აქვს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და გაჯანსაღდეს ოპოზიცია და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გვექნება დადებითი ტენდენციები 2020 წლისთვის და ასევე, 2020 წლის შემდეგაც"-განაცხადა კობახიძემ.