გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ იცის, რომ რეალური სურათისთვის NDI-ს კვლევის შედეგი უნდა გაამრავლოს ან გაყოს ორზე ან სამზე

22-05-2019

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ თემაზე სიღრმეში შესვლას, უბრალოდ აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ელემენტარული ცდომილებები ამ კვლევაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი მეთოდოლოგიური შეცდომით და ხარვეზით ასეთ ცდომილებას ვერ მიიღებ. 

"უბრალოდ, მარტივად არის ტყუილი ჩადებული ამ კვლევაში სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ამ თემის გაშლაც არ არის საჭირო. ჩვენ ვნახეთ მანამდე "რუსთავი2"-მა გამოქვეყნა Ipsos-ის კვლევა. Ipsos არის ძალიან ცნობილი ფრანგული კომპანია. როდესაც მოხდა ჩაძიება, უარყო ფრანგულმა კომპანიამ ის, რომ მან ჩაატარა კვლევა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ე.წ. Ipsos-ს, რუსეთი- უკრაინის კომპანიამ ჩაატარა ეს კვლევა, რომლის ხელმძღვანელიც არის რუსი, ვინმე შულკინი. რეალურად ასე ხდება ხშირად მანიპულირება.

CRRC-ის წარსულიც და აწმყოც ყველამ კარგად იცის ვისთან არის დაკავშირებული პოლიტიკურად ეს ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იწვევს ასეთი სოციოლოგიური კვლევები. ერთადერთი, რაც არის სამწუხარო ამ ყველაფერში, არის ის, რომ ეს კვლევები, ამ შემთხვევაში CRRC-ის კვლევა იდება NDI -ის სახელით. NDI -ი არის ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, ამერიკული ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, NDI -ის ცენტრალურ ოფისს. გვაქვს მჭიდრო კავშირი ამ ოფისთან, ძალიან ხშირად გვაქვს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ძალიან ვაფასებთ ჩვენ NDI -ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ისევე, როგორც, ზოგადად, ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და სამწუხაროდ, ეს არის ის კვლევა, რომელიც ჩრდილს აყენებს ამ ორგანიზაციას საქართველოში. ეს არის ერთადერთი სამწუხარო მოვლენა. დანარჩენი, საზოგადოებაც მიეჩვია უკვე ამ კვლევებს და ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც NDI -ი ატარებს რაღაცას, უნდა გაამრავლო ორჯერ არა, სამჯერ, ან გაყო ორზე ან სამზე და საბოლოო ჯამში ასე უნდა გამოიცნო არჩევნების შედეგი თუ რაიმე სხვა რეიტინგი. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთ დეტალზე ჩაღრმავება არ არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ზოგადი ცდომილება. იგივე, არჩევნების შედეგი რომ ავიღოთ, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 61 %, ორჯერ ნაკლები აიღო „ნაც. მოძრაობამ“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ ამ არჩევნებში, თუმცა NDI -ის კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს, ქართულ ოცნებას და ნაც. მოძრაობას თავისი ორი განშტოებით თანაბარი რეიტინგი. ანუ, უკვე ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად აცდენილია ყველაფერს NDI -ი, როცა ვსაუბრობდი გამრავლებასა და გაყოფაზე, ამ შემთხვევაში გაამრავლეთ ჩვენი რეიტინგი ორზე და ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც აჩვენებს არჩევნები და არჩევნები არის მთავარი სოციოლოგიური კვლევა საქართველოში.

ერთი და იგივე მესიჯი იყო აბსოლუტურად გაჟღერებული „რუსთავი2“-ს და CRRC-ის კვლევაში. ორივეს მესიჯი იყო ის, რომ სააკაშვილი არის უფრო პოპულარული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელი და კომიკური. ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერება უნდოდა „ნაცმოძრაობას“ თავისი ორი განშტოების სახით. ეს არის „რუსთავი 2“ და CRRC და ეს გზავნილი გააჟღერეს. ახლა არის საზოგადოების გადასაწყვეტი, მეათე ტყუილს უნდა დაუჯეროს თუ არა. წინა ცხრა შემთხვევაში ტყუილს არ დაუჯერეს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არც ამ მეათე ტყუილს დაუჯერებს"-განაცხადა კობახიძემ.