გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: სპეკულაციები, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ თითოეული ამომრჩეველი გამოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება

22-05-2019

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა, საზოგადოებაში ობიექტურად არსებული ნიჰილიზმი ბუნებრივია, მმართველი გუნდის ბრალიცაა და ნიჰილისტურ განწყობებს ხელისუფლების მოქმედება, აქტიური მუშაობა უნდა დაუპირისპირდეს.

„ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც თუნდაც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი. ობიექტურად იყო მართვის პრობლემები და სხვა შეცდომები, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დაშვებული. ამ ყველაფერმა მოსახლეობის დიდ ნაწილში, მათ შორის, ჩვენს გულწრფელ და ერთგულ ამომრჩეველში ობიექტურად გამოიწვია განაწყენება და საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები გამძაფრდა. ამ არჩევნებით მივიღეთ ის, რომ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს. ახლა, ჩვენ ხელთ არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ და ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ; მოსახლეობას უბრალოდ, იმედები უნდა გავუმართლოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ისმის სპეკულაციები, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს გაუკეთა ორგანიზება და თითოეული ამომრჩეველი გამოიყვანა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მთაწმინდის ოლქში „ქართულ ოცნებას“ თავისი ძალებით მობილიზება რომ მოეხდინა, შედეგი სულ მცირე, ორჯერ მეტი იქნებოდა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი 5-6%-ია და ხმები, რომელიც მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, ზოგადად ოპოზიციისა და ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები