გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დედა, რომელმაც აღაიანში საკუთარი 7 თვის ჩვილი გაგუდა, თბილისში დააკავეს

22-05-2019

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარმა დედამ 7 თვის ჩვილი სავარაუდოდ ქმარზე შურისძიების მიზეზით მოკლა.

მისი მეუღლის ნათესავების განცხადებით, ბავშვის გაგუდვის შემდეგ დედამ, რომელიც თვითონაც არასრულწლოვანია, ოჯახიდან ოქროს ნივთები და ფული წაიღო.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი სატელეფონო შეტყობინებები იყო, რომელსაც გოგო საიდუმლოდ ინახავდა.

საკუთარი შვილის მკვლელი პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში, არსებული ინფორმაციით მეგობარ ბიჭთან ყოფნის დროს დააკავა.