გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე პოლიციამ არასრულწლოვანი ამხილა

22-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული გ.დ. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული გორში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან, ძარცვის გზით, სასტარტო პისტოლეტს და 10 ვაზნას დაეუფლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.