23-05-2019
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 24 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე - ნიკოლოზ ქურდიანი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული კულტურის განსაკუთრებულ როლს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
2020 წელს ვანის განახლებული მუზეუმის გახსნა იგეგმება, რომელშიც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვანის მუზეუმის კოლექცია მსოფლიოში „ოქრომრავალი კოლხეთის“ სახელითაა ცნობილი. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სწორედ ამ კოლექციის სტრატეგიულ ბრენდ-პლატფორმას, ვიზუალურ ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის. ასევე იქნება განახლებული ვანის მუზეუმის ოფიციალური პარტნიორი.