24-05-2019
,,სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, მუსიკოს ნუცა ჯანელიძესთან და მსახიობ თათული ედიშერაშვილთან ლექცია-შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც სასიმღერო და სასცენო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიუანსებს მოიცავდა, ფესტივალის მონაწილე პედაგოგები, ნორჩი მუსიკოსები, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე ფესტივალის საპატიო სტუმრები მსმენელებს საკუთარ შემოქმედებასა და ქართული სიმღერის სწავლების საქმეში მდიდარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე ესაუბრნენ. მოუსმინეს ახალგაზრდა მომღერლების შესრულებას და რეკომენდაციები გასცეს.
დასასრულ, ,,სენაკი არტ-ფესტივალის’’ დამაარსებელმა, პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა, სტუმრებს პროფესიული სრულყოფის კუთხით ჩატარებული მასტერკლასისთვის მადლობა გადაუხადა.
24 მაისს, 19 საათზე, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ცენტრალურ პარკში, სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით საზეიმოდ დაიხურება. საღამოს მსახიობი თათული ედიშერაშვილი გაუძღვება.