გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აბაშაში ნაპირსამაგრი სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობითი ღონისძიებები გატარდა

24-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა.


პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობითი ღონისძიებები გატარდა. ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარე აბაშის კალაპოტი, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.


სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს დაახლოებით 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს.


შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად მდინარე აბაშის ნაპირის გამაგრების დასრულებული სამუშაოები დაათავლიერა.


პროექტი, რომლის ღირებულებაც 520 000 ლარია, საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.


2012-2019 წლებში საქართველოს მელიორაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა.


შედეგად, დრენირებული მიწის ფართობი 10 500 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო ჭარბი წყლის მოწილების სამუშაოები 6 000 ჰექტარზე განხორციელდა.