26-12-2017
როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიიდან გვაცნობეს, მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, ოზურგეთში, ტრადიციული საახალწლო კონცერტი, არ გაიმართება.
მერიის წარმომადგენელთა თქმით, საახალწლო ღონისძიებები დღის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდისა და ზოგასაგანმანათლებლო დაწესებულებებში დამოუკიდებლად გაიმართება.
მიზეზებზე, თუ რის გამო ითქვა უარი საახალწლო კონცერტზე, რომელზედაც ყოველთვის, ქართული ესტრადის თბილისელი ვარსკვლავები გამოდიოდნენ, უცნობია. ოზურგეთის მერიაში ამაზე არ საუბრობენ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ამის მიზეზი ფინანსების დაზოგვა გახდა.
წყარო: "გურიის მოამბე"