გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება

24-05-2019

ჭიათურაში მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს - რამდენიმე მათგანმა პირი ამოიკერა.


პროტესტის მონაწილეთა შეკრების ადგილას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იმყოფებოდა.


მოშიმშილეთა თქმით, ისინი მანამ არ შეწყვეტენ პროტესტს, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.


"მათ, როგორც ყველა მოშიმშილეს, ზოგადი საერთო სისუსტე აქვთ. ტემპერატურა ნორმალური", - განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა მაღაროელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


ერთ-ერთი მოშიმშილის თქმით, მათი მოთხოვნები ყველამ კარგად იცის.


მაღაროელთა განმარტებით, ისინი მთავრობისაგან პასუხს ელოდებიან და არ აპირებენ, რომ შეშინდნენ.