გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სკოლების რეფორმის ფარგლებში აჭარაში 300-ზე მეტმა პედაგოგმა პენსიაში გასვლა გადაწყვიტა

24-05-2019

განათლების რეფორმის ფარგლებში მომავალი წლიდან პედაგოგებისათვის კონკურსი გამოცხადდება.


სავარაუდოდ, კონკურსს მასობრივი სახე ექნება.


საპენსიო ასაკის პედაგოგთა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა სისტემიდან გასვლა, მათგან 300-ზე მეტი აჭარის რეგიონიდანაა.


მასწავლებლები, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, უარს ამბობენ მინიმალური კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდის ჩაბარებაზე და თანახმა არიან, 2-წლიანი ჯამური ხელფასის სანაცვლოდ დატოვონ მასწავლებლის პოსტი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღევევა შეუნარჩუნდებათ.





ajaratv.ge