24-05-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის ,,ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’ მიმდინარეობის ფარგლებში, პროექტის დირექტორი უკა კილაძე და მენეჯერი ბექა იოსელიანი მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას, მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს, პროგრამაში ჩართულ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შედეგებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, გადამზადდნენ მუნიციპალიტეტის ოჯახისა და სოფლის ექიმები და მისი განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური მხარდაჭერითა და ჩართულობით მიმდინარეობს.
საპილოტე პროექტმა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარების დანერგვას ისახავს მიზნად, და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფიცირებულ პირთა გამოვლენასა და მკურნალობას ახორციელებს, უკვე მაღალი შედეგები დადო.
პროექტის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ეფექტური გუნდური მუშაობისთვის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც დაინფიცირების შედარებით მაღალი მაჩვენებელია, საპილოტე პროგრამის განხორციელებამ უკვე შექმნა პრეცედენტი ამ ურთულესი პრობლემის დასაძლევად.