გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სალომე ზურაბიშვილი: ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას, პირველ რიგში, როცა ეს შრომის უსაფრთხოებას ეხება

24-05-2019

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჭიათურაში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.


ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს.


"ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და, პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


მისივე განმარტებით, თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული.