24-05-2019
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.
მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრეებთან, რათა კოორდინირებულად დაიგეგმოს შეწამვლითი სამუშაოების ვადები და ფუტკრის დაცვითი ღონისძიებები.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ერთი კვირის წინ დამონტაჟდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა მისი წერტილოვანი დამუშავება (პრეპარატით მუშავდება მხოლოდ ერთი კონკრეტული ლოკაცია და არა ვრცელი ტერიტორია).
ამ დროს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ფუტკრის ადგილმდებარეობა და ღონისძიებების შესახებ მეფუტკრეების ინფორმირება 24 საათით ადრე ხდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში დღეს აღინიშნა ფუტკრის დახოცვის ერთი შემთხვევა, რომელზეც ჩატარდება მოკვლევა და სპეციალისტები შეისწავლიან, რა გახდა ფუტკრის დახოცვის მიზეზი.