გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მუსიკალური ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო

25-05-2019

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა.

ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართულ საღამოზე მონაწილეობა ხელოვნების აკადემიის დასავლეთ საქართველოს VI რეგიონალური მუსიკალური ფესტივალის ახალგაზრდა მუსიკოსებმა მიიღეს.


ფესტივალის ლაურეატთა და დიპლომანტთა დაჯილდოებისა და ,,სენაკის არტ-ფესტის“ დახურვის ცერემონიალს, რომელსაც ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კოორდინატორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი რუსუდან მილიუტინი უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


,,სენაკის არტ-ფესტივალის“ დამაარსებელმა, ხელოვნების აკადემიის რექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ ვალერიან შიუკაშვილმა ხელოვნების აკადემიის მადლობის სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს გივი მისაბიშვილს, ხელოვნების ცენტრის დირექტორს ვეფხვია ვეფხვაძეს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორს ლევან უჩანეიშვილს, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორს ბადრი მამულიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ფესტივალის ორგანიზებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა.


ფესტივალის ფარგლებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 3000 -ზე მეტ მოსწავლეს მოუსმინა, რომელთაგან ლაურეატის წოდება სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გიტარისტთა კვარტეტს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მევიოლინეთა ანსამბლს, რევაზ ლაღიძის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, მევიოლინე ნინო ჭანიას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის მოსწავლეს, ნორჩ მომღერალ ინა სადუნიშვილს, ქუთაისის მესამე სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, კლარნეტისტ ნიკოლოზ გონგაძეს მიენიჭათ. სხვა მონაწილენი კი ხელოვნების აკადემიის საპატიო დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.


,,არტ-ფესტი 2019“ , რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეექვსედ გაიმართა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა - სოლისტი ანა ქეცბაია, ფესტივალის ერთგვარ ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის ,,მუსიკით’’, დაასრულა.