გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ამბროლაურში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

26-05-2019

ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ამბროლაურში, „გააზიარე ცოდნა“-ს კონცეფციის ფარგლებში 26 მაისისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები 10.00 საათზე დაიწყო.


ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ პავილიონებში ინოვაციურ შემეცნებით კუთხეს, ვირტუალურ ლაბორატორიას, თანამედროვე გამომგონებლებისა და მეცნიერების გაცნობის კუთხეს, ასევე ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას 12.00 საათისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძეც დაათვალიერებენ.


მთელი დღის განმავლობაში ამბროლაურში ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის მასტერკლასები და ვორქშოფები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ ქართველი სტარტაპერები და მათი პროდუქცია. ასევე დაგეგმილია ლექცია/სემინარები სხვადასხვა თემაზე. პარალელურად, მიმდებარე ცენტრალურ ქუჩებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თაოსნობით სხვადასხვა გასართობი და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.


ტრადიციულად, 17:10 საათზე ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში განხორციელდება. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ ადგილობრივი ანსამბლები და ასევე ჯგუფი Friend-Si.


26 მაისის ღონისძიებები ჰელიუმის ბუშტების ცაში გაშვებით და კონცერტით დასრულდება.