გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქარელში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა, სეტყვამ კი - მოსავალი

26-05-2019

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ქარელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელში ხილის და ბოსტნეულის მოსავალი გაანადგურა. ყველაზე მეტად დაზარალდა სოფლები - ავლევი და კნოლევი.


ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, სეტყვის გარდა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმაც. ქარელში ერთ მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, სახურავები დაზიანდა რამდენიმე სოფელშიც. ასევე, ქარის შედეგად გადაიქცა რამდენიმე ხეც.


მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.



ipn.ge