26-05-2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.
მინისტრი „გააზიარე ცოდნა“ - ს კონცეფციის ფარგლებში 26 მაისისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებს დაესწრება.
ნათია თურნავა დაათვალიერებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მათ შორის, დაესწრება მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენას. გარდა ამისა, მინისტრი გაეცნობა სოფელ ხიხანის სათემო სახლში და ახალი აზროვნების ინსტიტუტში, აგრეთვე შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-სა და სხვა მიკრო მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე დაათვალიერებს მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერში მდებარე ფოტოგამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია როგორც მარნეულის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები.
მარნეულში სტუმრობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე დაესწრება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს.
26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.