გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაიმართა - ფოტოები

26-05-2019

 სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი.


მან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და მადლობა გადაუხადა საზეიმო ღონისძიებაზე მობრძანებისთვის. 


„დღეს, ყველა ერთად ქართული სახელმწიფოს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. გულითადად გილოცავთ ამ დღეს. ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოსა თუ უცხოეთში; მივესალმები და ვულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს, ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხს" - აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახილა რეგიონისა და აქ მაცხოვრებელთა ისტორიულ როლსა და მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის. 


"სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს" - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“. 

2019 წელს დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.