გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ!

27-05-2019

"ვულოცავ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქედან, მარნეულიდან - ეს არის ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი, სადაც ძალიან მშრომელი, ძალიან პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში. როგორც მან აღნიშნა, 26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა მარნეულში მოწყობილი პავილიონები, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული და საგანმანათლებლო ექსპონატები - 26 მაისის ღონისძიებებში ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ჩართულობით მომზადდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას მიეძღვნა, მარნეულში ჩატარებული ღონისძიებების მთავარი დევიზიც ასეთი იყო - „გააზიარე ცოდნა“.

ნათია თურნავა ასევე ესტუმრა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებითაა წარმოებული. მინისტრი ასევე დაესწრო ტურნირს ქართულ ჭიდაობაში და გამარჯვებულ ფალავანს ბაჩა პაპუნაშვილს თასი გადასცა.

„მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად მოწყობილი გვაქვს ადგილობრივი ნაწარმის საინტერესო, მრავალფეროვანი გამოფენა. ეს არის ადგილობრივი მცირე და მიკრო მეწარმეების ნაწარმი და აქ გამოყენებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფინასური დახმარების, ფინანსური პროგრამების, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაური ადამიანები ძალიან მშრომელები, ძალიან ინიციატივიანები არიან, მოგვმართავენ ჩვენ, „აწარმოე საქართველოში“ გრანტებისთვის, სხვა სახის ფინანსური დახმარებებისთვის და ავითარებენ საკუთარ ბიზნესს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რეგიონებში ბიზნესის, მათ შორის მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეს მხარდაჭერა.

მარნეულში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 17:10 სთ-ზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელთა მუშაობასაც კოორდინაციას უწვევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.