27-05-2019
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ჭიათურის მაღაროს მუშებსა და ადმინისტრაციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება და მას ჭიათურისა და მთელი ქვეყნის გამარჯვებად აფასებს.
"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყველას გამარჯვება- ჭიათურის და მთელი ქვეყნის. ყველას გვაწუხებდა ეს პრობლემა და პირველივე დღიდან ვაკვირდებოდით პროცესს. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჭიათურაში პედაგოგებთან შეხვერაზე და ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს ჭიათურლების პირობების დაკმაყოფილებას;
ჩვენი მიმართულებით უნდა აღვნიშნო მთავარი - მოსწავლეები აქ იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და მადლობა მათ ამისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დასრულდა, უკვე სამუშაო რეჟიმი აღდგება, რამდენიმე ბავშვი, ვინც მონაწილეობდა, ჩვეულ სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდება.
ვფიქრობ, რომ ეს არის ყველას დამსახურება, მათ შორის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საპროტესტო აქციაში იყო ჩართული. კომპანიამაც გადადგა დიდი ნაბიჯი. ვფიქრობ, ეს არის ყველა მხარის გამარჯვება და მომავალში ჭიათურის განვითარების წინაპირობა” - განაცხადა ბატიაშვილმა.