გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტყიბულში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს

28-05-2019


ტყიბულში, ქვანახშირის მასის ქვეშ მოყოლილი 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.


სპეციალისტების განცხადებით შემთხვევა სავარაუდოდ უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. საქნახშირის განცხადებით კი - კარიერი, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს მათ არ ეკუთვნით.


იმერეთის სამაშველო სამსახურის უფროსის თქმით, საძიებო სამაშველო სამუშაოები დასრულებლდა, მასში ჩართული იყო ტყიბულისა და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები, საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფი.


„საძიებო სამაშველო სამუშაოები დასრულებლია. მასში ჩართული იყო ტყიბულის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტვმფრენი, საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფი. ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები და მაშველების მიერ გამოტანილია 55 წლამდე მამაკაცის გვამი“ - განაცხადა ვლადიმერ ჯღამაძემ.


შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ტყიბულის კარიერში გუშინ მოხდა.