გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

29-05-2019

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 28 მაისს კახეთის რეგიონში 765 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ოთხივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული. 

დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა.სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, 10:50 საათიდან 18:30 საათამდე საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა, 80 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.