გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლევან დავითაშვილი ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სპეციალისტებს შეხვდა

29-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში იმყოფებიან.


ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემას, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს.


დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შეხვდნენ ფერმერებს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მავნებელი არ არის გავრცელებული, თუმცა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.


შეხვედრაზე ახალ ზელანდიელმა და ავსტრალიელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა და მას მავნებელთა ბრძოლის წარმატებული გამოცდილება - სისტემური და კოორდინირებული მიდგომა აქვს. ამ გამოცდილების გაზიარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მავნებლის გავრცელების საფრთხის წინაშე დგანან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


„ავსტრალია და ახალი ზელანდია სოფლის მეურნეობის კუთხით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყნები არიან. ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აზიური ფაროსანას გავრცელებამ, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. შესაძლოა, ეს გამოწვევა სხვა ქვეყნების წინაშეც დადგეს. შესაბამისად, საქართველოს გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეხმარება, როგორც პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


„საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ყველა რგოლთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ. კოორდინირებული მიდგომა ყველა იმ პირის მონაწილეობით, რომელზედაც ზეგავლენას ახდენს ფაროსანა. ამიტომაც ჩვენ ვულოცავთ საქართველოს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ გააკეთეთ ის, რაც მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია“,- განაცხადა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა ქეთრინ დათიმ.


ახალი ზელანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტების ვიზიტი, მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „აზიურ ფაროსანასთან და მავნებლებთან ბრძოლა“ ფარგლებში დაიგეგმა. კონფერენციას 26 ქვეყნიდან დარგის სპეციალისტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.