გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ირაკლი თოფურია გაეცნო

29-05-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მონიტორინგის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია იმყოფებოდა.

ირაკლი თოფურია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიასთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ქალაქ ლანჩხუთში, კუპრეიშვილისა და ჟორდანიას ქუჩებზე მრავალბინიანი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ებრალიძის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა, გვიმბალაურში საფეხბურთო აკადემიის მშენელობა, ლესაში, სოფლის პროექტით მიმდინარე კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია.

ირაკლი თოფურიას თქმით, ლანჩხუთი უნდა იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო მუნიციპალიტეტი საქართველოში.