30-05-2019
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, ოთარ შამუგია შიდა ქართლში - ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ მონაკვეთზე, რომლის აღდგენა წყლის მიწოდებას ქარელის მუნიციპალიტეტის 400 ჰექტრამდე მიწის ფართობზე უზრუნველყოფს.
სამუშაოების შედეგად, არხის საძირკველი და კედლები მონოლითური რკინა- ბეტონით მოპირკეთდება.
გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უტარდება მეღვრეკისისა და არბო-დიცის სატუმბ სადგურებს.
რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის კუთხით მიმართული პროექტები შემდეგ სამუშაოებს ითვალისწინებს: გარემონტდება ელექტრომომარაგების შენობები და განახლდება სადგურის ელექტრო სისტემა; დამონტაჟდება ტუმბო-აგრეგატები. სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე მოეწყობა პოლიეთილენის წყალსადენი მილები.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 840 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.
ოთარ შამუგიამ კასპში ხვითის მექანიკური მორწყვის სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.
პროექტი სარწყავ სისტემაზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს: ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან იწმინდება ზედა მაგისტრალური არხის 6,500 მეტრიანი მონაკვეთი; ამორტიზებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოწყობილობები იცვლება ახალი ინფრანსტრუქტურით, მაგისტრალური არხიდან გამომავალი წყლის დახურული გამანაწილებლები გამოიცვლება და მოეწყობა წყალგამანაწილებელი ჭები.
აღნიშნული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის 230 ჰექტარი სამეურნეო მიწის მორწყვას უზრუნველყოფს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს, ასევე, ხვითის სატუმბი სადგურის რემონტს, დამხმარება შენობა-ნაგებობების აღდგება-მოწყობას და სატუმბი სადგურის ტერიტორიის შემოღობვას.