გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში გამოძახებაზე მისულ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ

30-05-2019

გორში, შინდისის გმირების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოძახებაზე მისულ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


როგორც დაზარალებული, მაია ნაოჭაშვილი განმარტავს, 50 წლამდე ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ინვენტარი დაუზიანა.


სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.


„აგრესიის მიზეზს ვერ ვხვდები, ჯერ მე მომვარდა საცემად, მერე სამედიცინო ხელსაწყოები დააზიანა. ჯგუფში ორსულიც გვყავს და ვშიშობდი, რომ მასზეც არ მიეტანა იერიში. მოტივი გაუგებარია, აბსურდულ მიზეზს ასახელებდა, თითქოს, წინა გამოძახებისას, მის მეუღლეს ნემსი სწორად არ გავუკეთე, თუმცა დაბეჯითებით ვერც იმას ამბობდა, წინა გამოძახებაზე მე ვიყავი თუ არა“, - აცხადებს ექიმი.


ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.






ipn.ge