გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ადიგენში ავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს

30-05-2019

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან დღეს, 30 მაისს გაწერეს.


როგორც კლინიკაში განმარტეს, ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „ჩაუტარდათ გამოკვლევები, ერთ–ერთ მათგანს აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ამ მომენტისთვის ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.


გუშინ, 29 მაისს ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.


შსს–მ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.



sknews.ge