30-05-2019
საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში ნინოწმინდელმა სუსანნა თანგანიანმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
რადიო „ნორის“ ინფორმაციით, შეჯიბრი 15–22 მაისს საბერძნეთის ქალაქ, ლუტრაკში ჩატარდა და 60 წონით კატეგორიაში, 18 წლის სუსანნამ მეოთხე ადგილი მოიპოვა.
სპორტსმენმა მარჯვენა ხელით შეჯიბრში, 10 მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო მარცხენა ხელით ბრძოლაში დამარცხდა.
სუსანნას წაგების გამო გული დაწყდა, თუმცა ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ ორი თვეა რაც ვარჯიში დაიწყო.
თანგანიანი ბათუმელმა ტრენერებმა თავისთან, ქობულეთში მიიწვიეს სავარჯიშოდ. იგი 10 ივნისს ორი თვით გაემგზავრება.
სუსანნა თანგანიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ცხოვრობს.