გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ასპინძის მერმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე სამუშაოების დაათვალიერა

31-05-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.


ამჟამად ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მირაშხანში, ფიაში, თმოგვში, აწყვიტაში, ჭობარეთში, ორგორაში , სახუდაბელში და ოთაში სამუშაოები დაწყებულია.


სოფელ მირაშხანში სასაფლაოს შემოღობვა. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს ი/მ ,,ზურაბ ქამადაძე’’. სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 9168.85 ლარს.

სოფელ თმოგვში სასაფლაოს შემოღობვა, აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,, ვერთაყანა“ სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 17797.48 სოფელი ფია მოსახლეობის თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია ი/მ ,,თამაზ მაისურაძე’’ 16 438.47 სოფელი ჭობარეთი თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია ი/მ ,,დავით ზედგინიძე’’ სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 16 012.06 ლარს.


სოფელი ორგორა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია ი/მ ,,თემური დევნოსაძე’’ სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 10 022.58 ლარს.

სოფელი ოთა თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია ი/მ ,, გია ჯოყილაძე’’ სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 22 142 ლარს.


სოფელი აწყვიტა ცენტრალური გზიდან სოფელ აწყვიტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია შპს ,,ასტორია’’ სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 1054 176 ლარს.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევდა თავად გადაეწყვიტა კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებდნენ მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.