გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძე: კიდევ ერთხელ მსურს ამ ტრიბუნიდან ყველა ჭიათურელს გადავუხადო მადლობა

31-05-2019

მინდა ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღაროელებთან მთავრობის ჩართულობით მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.


„მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ დიალოგი აწარმოეს იმ პოლიტიკოსების გარეშე, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურთ ასეთი პროცესებისგან, სხვა არაფერი. ამ ხალხთან შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. დიახ, ჩვენ ვიყავით ამაში ჩართული და კიდევ ერთხელ მსურს ამ ტრიბუნიდან ყველა ჭიათურელს გადავუხადო მადლობა. ეს არის სწორედ პასუხისმგებლიანი, სამოქალაქო დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელიც ჭიათურაში მართლა არსებობს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.