კვირა, აპრილი 13, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
სენაკის სამუსიკო სკოლის დარბაზში საგანმანათლებლო მუსიკალური საღამო მიმდინარეობს

31-05-2019

ამ წუთებში სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ორგანიზებით - ხელმძღვანელი შიო აბრახამია და სენაკის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო მუსიკალური საღამო მიმდინარეობს.


ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალისა და თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ნიჭიერთა ათწლედის გუნდის ხელმძღვანელი, პედაგოგი, თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის დირიჟორი შიო აბრახამია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუსიკის პედაგოგებისა და გუნდის ხელმძღვანელებისთვის, გუნდთან მუშაობის მასტერკლასებს ატარებს.


ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდი და საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „ლირა“ (დირიჟორი თამარ თალაკვაძე) ღებულობენ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა დ ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.


საგანმანათლებლო მუსიკალური საღამოს მიზანია საგუნდო ხელოვნების პოპულარიზაცია, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება, შშმ პირთა შემოქმედების ხელშეწყობა და საზოგადოებისთვის გაცნობა.