გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლებმა საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს

31-05-2019

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს.


მათ მოქალაქეებს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნეს და სტატისტიკური მონაცემები განიხილეს.


პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.


მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ზარიძეების საპილოტო არეალზე 2488 მიწის ნაკვეთია იდენტიფიცირებული, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია - 1640.


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარიძეები ერთ-ერთია იმ 12დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.


საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს.


პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწისნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;


მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ;


ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.