გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქობულეთში სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ, უფროსკლასელი ფულს სძალავდა

10-11-2017

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე მეორეს ფულს სძალავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სკოლის ერთი მოსწავლე, სავარაუდოდ,  ფულს მეორე მოსწავლეს სძალავდა. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროვებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უფროსკლასელი დანის მუქარით სძალავდა ფულს.

გამოძალვის ფაქტს ადასტურებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ბაღიშვილიც, თუმცა ის განსხვავებულ ვერსიას გვიყვება. მისი თქმით, ფულს მოსწავლეებს ის პირები სძალავდნენ, ვისაც სკოლა უკვე დამთავრებული აქვთ.

„არჩევნების პერიოდში ჩვენ ვერ ჩავკეტავდით სკოლის ჭიშკარს, ამ დროს სკოლის შენობაში შემოდიოდნენ კომისიის წევრები, ამომრჩევლები. როგორც გავიგე, [სკოლის] კურსდამთავრებულები ამ დროს ახერხებდნენ შემოსვლას და სთხოვდნენ მოსწავლეებს 15 თეთრს, 20 თეთრს, რამდენიმეს სძალავდნენ ჩემი ინფორმაციით… დღეს გავიგე, რომ ეს ყველაფერი ეზოს გარეთ ხდებოდა… ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამ შემთხვევის შესახებ, მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები. პოლიციას ბავშვის მშობელმა შეატყობინა“, – გვითხრა ნარგიზ ბაღიშვილმა.

რატომ ვერ დააფიქსირა თანხის გამოძალვის შემთხვევა მანდატურის სამსახურმა და სძალავდა თუ არა ფულს მოსწავლეს უფროსკლასელი? – ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენს სხვა კითხვებს აღარ უპასუხა. „მობრძანდით ხვალ სკოლაში და დავილაპარაკოთ, მე დავიბარებ ყველას და ყველაფერი გაირკვევა,“ – გვიპასუხა ნარგიზ ბაღიშვილმა.

გამოძალვა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"