გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება

1-06-2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხეში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.


აქ პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი კუთხეა მოწყობილი.


ახალციხის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები დღეს, 1-ელ ივნისს, 11:00 საათიდან დაიწყო.


პატარებს შეუძლიათ მათთვის მოწყობილ კონცერტს უყურონ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში, სახე მოიხატონ ან თავად ხატონ სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში.


ღონისძიება, World Vision საქართველოს ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.


„ამ დღეს ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ. ღონისძიებებს ვმართავთ არა მხოლოდ ახალციხეში, არამედ ვალესა და ადიგენშიც. გვაქვს ე.წ. „მშვიდობის კლუბები“, სადაც მოზარდებს უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემებზე და სწორედ მათი ორგანიზებით მოეწყო დღევანდელი დღე“ - ამბობს World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი, ნინო ლომიძე.


ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.



sknews.ge