1-06-2019
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენით დაიწყო.
შთამბეჭდავი იყო დღევანდელი დღის უსაყვარლესი გმირების საზეიმო მსვლელობა წითელ ხალიჩაზე.
პატარებისადმი მიძღვნილი დღესასწაული სენაკში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.
საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისა და პედაგოგების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ცენტრის ერთობლივი პროექტია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლამდელი სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.