გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მომავალი წლის გაზაფხულზე ჩხოროწყუში უკვე 1600-ზე მეტ ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი

1-06-2019

სამეგრელოში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წალენჯიხის შემდეგ გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები ჩხოროწყუში დაათვალიერა. ნათია თურნავასთან ერთად ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულიალექსანდრე მოწერელია და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე გაეცნენ.

„ჩხოროწყუში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა - არც კომუნისტური მმართველობის დროს, არც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ჩხოროწყუსთვის, ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ჯერ კიდევ შემოდგომაზე ადგილობრივ მოსახლეობას შევპირდით, რომ სამეგრელოში, ყველგან, სადაც არ არის ჯერ ბუნებრივი აირი, ამ სამუშაოებს განვახორციელებდით. დღეს უკვე წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მივულოცეთ მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება, მათ ვუთხარით, რომ შემდეგი წლის გაზაფხულზე ჩხოროწყუში 1600-ზე მეტ ოჯახს უკვე ექნება ბუნებრივი აირი, ხოლო მთლიანად, სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ათი ათას ოჯახამდე დაიფარება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირებული პროგრამის ფარგლებში იხარჯება 209 მილიონ ლარზე მეტი. ბუნებრივ აირს 226 სხვადასხვა დასახლებული პუნქტი მიიღებს, აქედან სამოცდაათზე მეტი ლოკაცია სამეგრელოშია, რაც მისასალმებელია. 

„სახლებში ბუნებრივი აირი ნიშნავს მეტი დასაქმების შესაძლებლობას, აგროტურიზმის, სასტუმროების, მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას. კონკრეტულად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, სადაც დღეს ვიმყოფებოდი, 30 მილიონამდე იხარჯება, დიდი ოდენობით ტექნიკა გვყავს მობილიზებული და რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ყველაფერი დათქმულ დროში და ვადებში შევასრულოთ“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.