გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაია ცქიტიშვილი: ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და გაზრდის ტურისტების რაოდენობას

1-06-2019

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 70 მილიონის 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთაგან 15 პროექტი წელს დასრულდება. მათ შორის, აქტიურად მინდინარეობს წალკის გზის 6 კილომეტრიანი მონაკვთისა და ნინოწმინდა სომხეთის საზღვრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. მინისტრის განმარტებით, უპრეცენდენტო მასშტაბის საგზაო სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და უცხოელ ტურისტებს, რომ უფრო სწრაფად მოინახულონ სამცხე-ჯავახწთის რეგიონი. 

მაია ცქიტიშვილი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სოფელ ფოკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სოფელ ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროეტები გააცნო. 

ვიცე-პრემიერის თმით, დაგეგმილია უშუალოდ ფოკას დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად გაჯანსაღება. მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და მომდევნო კვირას უკვე სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. 

„ეს პროექტი გულისხმობს ფოკას დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, პარკინგების, საინფორმაციო ცენტრის, ვიზიტორთა ცენტრის, შესაბამისად სუვენირების მაღაზიის და ტურისტებისთვის შესაბამისი პროდუქციის შესაძენად. ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნით ფოკას მონასტერი არა მხოლოდ მომლოცველებისთვის იქნება ძვირფასი და მნიშვნელოვანი სივრცე, არამედ ტურისტებისთვისაც, რომლებიც ისედაც მრავლად სტუმრობენ ამ მხარეს. გარდა ამისა, უშუალოდ ფარავნის ტბასთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, აბულის და საღამოს ტბასთან ერთად, შეყვანილი იქნა დაცული ტერიტორიების ნუსხაში, განვითარედება შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტით გათვალისწინებულია, როგორც სანათლავის მოწყობა, რომელსაც რელიგიური და პილიგრიმული ტურიზმის დანიშნულებაც ექნება, ასევე იქნება მოწყობილი პარკინგის სივრცე, ბილიკები, დასასვენებელი სივრცე, იმისთვის რომ ტურისტებმაც დაისვენონ, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ტბა აითვისოს როგორც ტურისტული, ისე დასვენების პერსპექტივით,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის - გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას.