« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
2-06-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რაჭაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ახალი საწარმო - ,,შატრო ველი“ დაათვალიერა.
საწარმო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელში მდებარეობს. აღჭურვილია ღვინის თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიითა და ჩამოსასხმელი ხაზით.
საწარმოს მშენებლობა და აღჭურვა, რისთვისაც 1 850 000 ლარი დაიხარჯა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. აქედან 32% სახელმწიფო გრანტია, 43% - შეღავათიანი აგროკრედიტი, 15% კი კერძო ინვესტიცია.
ღვინის ქარხანას, აღნიშნულ ეტაპზე, სეზონურად 60 ტონამდე ყურძნის გადამუშავების საშუალება აქვს და სამი ტიპის ღვინოს - ,,ხვანჭკარა“, ,,ოჯალეში“ და ,,ალექსანდროული“ აწარმოებს.
საწარმოში სეზონურად 10 ადმიანია დასაქმებული, რომელთაგან 2 მშობლიურ კუთხეს თბილისიდან დაუბრუნდა.