გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სახალხო დამცველმა და მუსლიმური თემის წარმომადგენელმა ისაუბრეს

2-06-2019

საქართვლოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე დასავლთ საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს ტარიელ ნაკაიძეს შეხვდნენ.


სახალხო დამცველი თემში არსებული გამოწვევებით დაინტერესდა და თავის მხრივ, რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა.


როგორც აღინიშნა, აჭარაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვლავ მეჩეთის მშენებლობა წარმოადგენს. წლებია ბათუმში არსებული მეჩეთი მლოცველებს ვეღარ იტევს და მათ დიდი ნაწილს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში, ქვაფენილზე უწევთ ლოცვის აღვლენა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა ტერიტორია, რომელიც მუსლიმმა თემმა ახალი მეჩეთის ასაშენებლად შეიძინა, სადაც ამჟამად მხოლოდ მცირე ხის კონსტრუქცია დგას და მეჩეთის აშენების ნებართვის საქმეს სასამართლო განიხილავს.


მუსლიმთა თემის წუხილი განათლების საკითხსაც შეეხება. თემის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსგან სპეციალური პროგრამების შემუშავებას ითხოვენ, რათა მუსლიმ ახალგაზრდებს საშულება ქონდეთ რელიგიური განათლება საქართველოში მიიღონ და ამ მიზნით სხვა ქვეყნებში არ მოუწიოთ წასვლა.