გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოფელ მაღლაკში 2000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს

3-06-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.


სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 10 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.


პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,086,155.00 ლარია.


დღეის მდგომარეობით, მაღლაკის მოსახლობას წყალი დღის განმავლობაში 10-13 საათით მიეწოდება. სოფელში ათწლეულების წინ დამონტაჟებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებული და მოძველებულია.


დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურს, მოეწყობა მაგისტრალური წყალდენი და 698 ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება.


სოფელ მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც 2000-ზე მეტ ადგილობრივს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.