გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სიღნაღის მერიაში სამუსიკო სკოლის პედაგოგები დაგვიანებული ხელფასების მიღებას მოითხოვენ

3-06-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუსიკო სკოლის პედაგოგები 1 თვით დაგვიანებული ხელფასების მიღებას მოითხოვენ.


პედაგოგები მერიასთან დილიდან შეიკრიბნენ და პასუხს მერისგან გოგი გოგილაშვილისგან მისსავე კაბინეტში ითხოვენ.


მათი თქმით, ხელფასები ისედაც მიზერულია და აუღებელი ხელფასი მათი ოჯახებისთვის გაუსაძლისია.


მერის განმარტებით, ის უკვე ესაუბრა ფინანსთა სამინისტროს შექმნილი პრობლემის შესახებ, თუმცა, რა რიცხვში მოხდება დავალიანების გასტუმრება, კონკრეტული თარიღი უცნობია.


ხელფასი არ მიუღიათ დასუფთავებისა და კიდევ რამდენიმე სამსახურს. ჯამში დავალიანება 200 ათას ლარს შეადგენს.


პედაგოგები სახალხო დამცველთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვას გეგმავენ.



https://pia.ge/