გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოდბისხევში 36 წლის კაცი მოკლეს

4-06-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მკვლელობა მოხდა. 36 წლის ბექა ჭაბაშვილი მეგობარს ცემაში შემოაკვდა.


გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.


თანასოფლელები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და ბრალდებულიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.


სასწრაფომ 36 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.