გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

4-06-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ს.ი-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ავტომობილის პლასტმასის საკუთვნო, ეგრეთ წოდებული „ავტომობილის საწვიმრები, „ვეტრავიკი“ (576 ცალი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლის მიზანი, საქართველოში ავტომობილის დატვირთვა და რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა საქონლის გატანა იყო.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 600 ლარის ოდენობით შეეფარდა.