4-06-2019
გრიგოლეთში დღეს მუნიციპალური პლაჟის დასასუფთავებლად აქცია მოეწყო.
აქციაში მონაწილეობა ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობისა და მომსხურების ცენტრთან " ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გრიგოლეთში სანაპირო ზოლის დასუფთავება სისტემატურად გაგრძელდება. დაემატება სანაგვე ურნები და შესაბამისი პერსონალი, რომლებიც ყოველლდღიურად გაიტანენ სხვადასხვა სახის ნარჩენებს. - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ მიიღო.