გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახმეტაში საკრებულოს სხდომა პარალიზებულია

5-06-2019

ახმეტის საკრებულოში სოფელ ქვემო ალვანის მისახლეობის მისვლამ საკრებულოს სხდომის პარალიზება გამოწივია.


ადგილობრივები, რომლებიც თითქმის ერთი თვეა თუშეთის გზის გახსნას ითხოვენ, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ.


მისახლეობა პასუხის მიღებამდე შენობის დატოვებას არ აპირებს. მათი თქმით, ხელისუფლება შექმნილი პრობლემით არ ინტერსდება და მათ მოთხოვნას, რომ თუშეთის 56-ე კილომეტრზე გზაზე გადმოსული ტბა ნაწილობრივ დაიცალოს, არ ითვალისწინებს.


მათივე თქმით, ამის გამო ტურისტული სეზონი თითქმის ჩავარდნილია და საქონლის გადაყვანა სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში უწევთ.


საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით კი თუშეთში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლობა იმყოფება, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის სამუშაო უნდა ჩატარდეს ადგილზე.


ქვემო ალვანის მაცხოვრებლებმა იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს გუშინაც და პრობლემის მოსაგვარებლად გუბერნატორის მოადგილეს სამდღიანი ვადა მისცეს.



https://pia.ge/